მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა
26.10.2026
1 / 5


დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების სტუდენტთათვის ტრენინგი გამართეს თემაზე - „რელიგიური ნეიტრალიტეტი და სეკულარიზმი“.

შეკრებილთ მიესალმა და ტრენინგის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

თემაზე „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“ ისაუბრა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძემ. „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“ - ასეთი იყო სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, სერგო ფარულავას მოხსენების თემა. ორივე გამომსვლელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

ტრენინგი ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“ პროექტის  - „შეიცანი შენი ქვეყანა“ ფარგლებში“ ჩატარდა.

ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“, „ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით“, ახორციელებს პროექტს „შეიცანი შენი ქვეყანა“, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციასა და მათში სამოქალაქო ღირებულებების ფორმირებას.






View Larger Map