რელიგიის საკითხა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მანგლისისა და წალკის ეპისკოპოს გრიგოლ კაციას, წალკაში მცხოვრები შეჭირვებულებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 16 ფუთა ტანსაცმელი გადაეცა.
აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სერგო კერესელიძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
