რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და სამართლებრივი უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილსა და პროექტის კოორდინატორს, ნინო ცაგარეიშვილს შეხვდნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა სააგენტოს წარუდგინეს კვლევა „რელიგიის თავისუფლება საქართველოში- პრობლემები და რეკომენდაციები 2015“. საუბარი შეეხო საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ გამოწვევებს და ამ მიმართებით სააგენტოს როლსა და პოლიტიკას. სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ცენტრის წარმომადგენელთა მხრიდან თანამშრომლობის სურვილი და გამოთქვეს იმედი, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია კვლავაც გაგრძელდება, რაც, უდავოდ, დადებითად აისახება რელიგიის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევის პროცესზე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 