მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
29.05.2023
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია,  სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს კაპელანური მსახურების შესახებ ტრენინგებში, შეხვდება ორგანიზაციების - „გლობალური ქრისტიანული მხარდაჭერა“, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“ და „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლება - მრგვალი მაგიდა“ ხელმძღვანელებს.

ასევე, ზაზა ვაშაყმაძე შეხვდება თავის ამერიკელ კოლეგას, ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სრულუფლებიან ელჩს, რაშად ჰუსეინს, იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ადვოკატის მოადგილეს, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო დეპარტამენტის, „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ ა.შ.შ.-ს კომისიისა“ და საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.






View Larger Map