მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია კაპელანური მსახურების ამერიკულ გამოცდილებას ეცნობა
02.06.2023
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი ჯორჯიის შტატის ქ. ატლანტის შერიფის მთავარ კაპელანს, ალექს გერასიმოვს და ატლანტის პოლიციის კაპელანს, უკრაინის სამართალდამცავების კაპელანური მსახურების „Patrol Chaplain“-ის უფროსს, „გლობალური ქრისტიანული მხარდაჭერის“ პრეზიდენტ იაროსლავ მალკოს შეხვდნენ.

შეხვედრა თბილისში დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელებაა - ბ-ნი მალკო გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა საქართველოში, თბილისში და ეწვია რელიგიის სააგენტოს, სადაც საქართველოში კაპელანური მსახურების დანერგვა-განვითარების მიმართულებით ქართულ-ამერიკულ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი.

შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა. ატლანტის შერიფის მთავარმა კაპელანმა, ალექს გერასიმოვმა, სააგენტოს დელეგაციასთან საკუთარი პრაქტიკიდან კონკრეტული საქმეები განიხილა. სამუშაო შეხვედრის ბოლოს, ცალსახად გამოიკვეთა სამართალდამცველი ორგანოების კაპელანთა უსაზღვრო წვლილი და როლი საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმეში. დაიგეგმა თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები.






View Larger Map