რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომისარს (ომბუდსმენს) ქალბატონ მარია სტილიანუ-ლოტიდის შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი კვიპროსში რევაზ ლომინაძე.
სააგენტოს თავჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელ მხარეს გააცნო რელიგიური პოლიტიკა საქართველოში, ფინასურ, ქონებრივ და ინტერ-რელიგიურ დიალოგის საკითხებში, მან ვრცლად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობასა და ამ მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კვიპროსის რესპუბლიკის, რელიგიური პოლიტიკის, გამოცდილების გაზიარება.
კვიპროსის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომისარი (ომბუდსმენი) ქალბატონ მარია სტილიანუ-ლოტიდისმა სააგენტოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის, ხაზი გაუსვა და დაინტერესდა სააგენტოს საქმიანობით, როგორც ცალკე არსებული სტრუქტურით, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ დამაკავშირებელ რგოლს რელიგიებსა და მთავრობას შორის. ასევე აღინიშნა, რომ კვიპროსის რესპუბლიკაში რელიგიური თემები არ არის ფართო სპექტრით წარმოდგენილი როგორც ეს საქართველოშია, მათთან ძირითადად სამი აღიარებული რელიგიური ორგანიზაცია არსებობს, ესენი არიან: სომხური, კათოლიკური და მარონიტური თემები - რომელთაც მუდმივად ჰყავთ წარმომადგენლები კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტში ხმის უფლების გარეშე. მარია სტილიანუ-ლოტიდისმა სააგენტოს დელეგაციას აღუთქვა, რომ უმოკლეს ვადებში, გაუზიარებს ინფორმაციას, რელიგიურ სფეროში არსებულ ყველა საკანონმდებლო გადაწყვეტილების შესახებ.
დასასრულს გამოითქვა სურვილი და მზაობა მჭიდრო ურთიერთ-თანამშრომლობის შესახებ, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
