მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია მოლდოვას ეწვია
20.01.2022
1 / 4


19 იანვარს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და პროტოკოლის მენეჯერი, გვანცა ცხოვრებაძე.

            რელიგიის სააგენტოს დელეგაციას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა მოლდოვას კულტურის სამინისტროში, სადაც მათ კულტურის მინისტრის მოადგილე, იონ ბუდეჩი შეხვდა. მინისტრის მოადგილე მოლდოვას რესპუბლიკაში რელიგიის საკითხებს კურირებს.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მინისტრის მოადგილეს მოკლედ გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მომენტები. კერძოდ, ისაუბრა საქართველოში შიიტი და სუნიტი მუსლიმების თანაცხოვრებაზე, ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატზე,  რელიგიური ნაგებობების გადაცემის საკითხზე, რელიგიებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ფინანსურ კომპენსაციაზე. კულტურის მინისტრის მოადგილე დაინტერესდა ამ საკითხით და აღნიშნა, რომ მოლდოვაში ამგვარი პრაქტიკა არ არსებობს. იონ ბუდეჩი, ასევე, დაინტერესდა გადასახადების თემით - იხდიან თუ არა რელიგიები სახელმწიფო გადასახადებს.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, დისკრიმინაციაზე, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეთნიკური ქართველების მიმართ ხორციელდება და მინისტრის მოადგილეს საჩუქრად გადასცა სააგენტოს პუბლიკაცია - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, რომელიც სწორედ აღნიშნულ პრობლემებს ასახავს. იონ ბუდეჩის თქმით, ოკუპაციის თემა მოლდოვასთვისაც ასევე, მტკივნეული და აქტუალურია, რადგან მოლდოვას ტერიტორიაზეც არსებობს თვითგამოცხადებული სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა და ანალოგიური წიგნის გამოცემა მათთვისაც საინტერესო იქნება.

სააგენტოს ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს, ასევე, საჩუქრად გადასცა ინტერრელიგიური კალენდარი. იონ ბუდეჩის თქმით, ამგვარი პროექტი ყველა კონფესიისთვის მნიშვნელოვანია. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ რელიგიის სააგენტოს ანალოგიური სტრუქტურა, დამოუკიდებელი სახით, მოლდოვაში არ არსებობს და რომ ეს უდავოდ, მნიშვნელოვანი სტრუქტურაა. საუბრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძე დაინტერესდა რელიგიის კანონით, რომელიც მოლდოვაში უკვე ფუნქციონირებს. შეხვედრას ესწრებოდნენ მმოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მამუკა ქურასბედიანი, პირველი მდივანი (საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი) მიხეილ ჩხეიძე






View Larger Map