დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსის, გიორგი პატაშურისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტის, ალექსანდრე შეყილაძის შემადგენლობით, სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, არტაშეს თუმანიანსა და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს.
ვიზიტის მიზანია, სომხეთის რესპუბლიკასთან რელიგიის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება.