რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავით დავითაშვილისა და იურისტი ალექსანდრე შეყილაძის შემადგენლობით უნგრეთში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს მიკლოშ შოლტეს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კომისარს აკოშ კოზმას და უნგრეთის პარლამენტის იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარეს ვეიკეი იმრეს.
დელეგაცია თბილისში 6 დეკემბერს დაბრუნდება.