უნგრეთში ვიზიტად მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია საიენტოლოგიური ეკლესიის ხელმძღვანელს, ატილა მიკლოვიჩს შეხვდა.
საიენტოლოგიურმა ეკლესიამ რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ატილა მიკლოვიჩის თქმით, ბუდაპეშტში მოქმედებს საიენტოლოგიური ეკლესია, როგორც რელიგიური, სულიერი და საზოგადიებრივი ცენტრი,. მისი ძირითადი მიმართულებები ფოკუსირებულია ადამიანის სულიერ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომლის მიზანიცაა ადამიანის დახმარება „სულიერი თავისუფლების” მიღწევაში.
რელიგიის საკითხთა სფახელმწიფო სააგენტოს თავმჯდიმარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა საქართველოში არსებული საიენტოლოგიური ეკლესიის მრევლზე და გაიხსენა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებთან, კორნეი გონჩალოვთან, ალიონა ვერუხინასთან და ნუგზარ ბარდაველიძთან მისი შეხვედრა.
მასპინძლებმა სააგენტოს თავმჯდომარეს საჩუქრად გადასცეს თავიანთი ეკლესიის საქმიანობის ამსახველი ლიტერატურა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და რელიგიის სააგენტოს იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე.