რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ კვიპროსის კიკოსის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი მოინახულა. მონასტერი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდეს რელიგიურ და სულიერ ცენტრს წარმოადგენს. სააგენტოს დელეგაციას კვიპროსში მოღვაწე დეკანოზი ზაქარია (ფერაძე) ახლდა. სტუმრებს მასპინძლობა მონასტრის წინამძღვარმა, მამა აღათონიკემ გაუწია.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს და კვიპროსის ეკლესიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე, ხაზგასმით აღინიშნა ქართველების უმნიშვნელოვანესი როლი კვიპროსის ეკლესიის ისტორიაში, როგორც წარსულში ისე დღევანდელ რეალობაში.
მონასტრის წინამძღვარმა ვრცლად ისაუბრა ქართველთა ღვაწლის შესახებ, ასევე, კვიპროსის სახელმწიფოსა და ეკლესიის მხრიდან შემხვედრ პოზიტიურ ნაბიჯზე, რაც გამოიხატა 13. 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქართული მხარისათვის საკუთრებაში გადაცემაში - მომავალში მასზე ქართული სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად.
სააგენტოს დელეგაციამ მადლობა გადაუხადა კვიპროსის ეკლესიის წარმომადგენლებს მასპინძლობისათვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
