დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ზაზა ვაშაყმაძე, ალექსანდრე ტუღუში და გიორგი შალვაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა ირანის ქალაქ ყუმის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „ვალი-ასრი“-ის დირექტორთან აიათოლა ჰუსეინ კაზვინთან, რომელსაც ერთი თვის წინ სააგენტოს თავმჯდომარემ თბილისში უმასპინძლა.
შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური პროცესები. აიათოლამ ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში რელიგიური ნიშნით მიმდინარე პრობლემების სიმწვავეს და აღნიშნა რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გამოსავალს ტრადიციული ისლამის სწორი სწავლება წარმოადგენს. აიათოლა კაზვინმა გამოთქვა მზადყოფა, დაინტერესების შემთხვევაში, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაეხმაროს ქართული მხარეს სასწავლო პროგრამების შედგენაში. ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა მასპინძელს და მომვალში მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 