მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს გლობალური ჩართულობის ინსტიტუტმა უმასპინძლა
07.06.2023
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია გლობალური ჩართულობის ინსტიტუტმა ოფიციალურ ვახშამზე მიიწვია. სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, დავით დავითაშვილს საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის თანათავმჯდომარემ, გრეგ მიტჩელმა, გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს ჩენიმ და გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ვეიდ კუსაკმა უმასპინძლეს. მათ სააგენტოს დელეგაციას დეტალურად გააცნეს ორგანიზაციების საქმიანობა და განხორციელებული აქტივობები. სააგენტოს წარმომადგენლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებთან თანამშრომლობის მაგალითები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგები.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა საქართველოში არსებული რელიგიური თემებისა და სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ.  მასპინძლებისთვის საინტერესო იყო რელიგიის თავისუფლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ითქვა, რომ ინტერ-რელიგიური დიალოგის კუთხით საქართველოს პრაქტიკის გაზიარება ბევრი სახელმწიფოსთვის საინტერესო იქნება და სამომავლო პროგრამებში საქართველოსთან თანამშრომლობის შედეგებს სიამოვნებით გამოიყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ჩართულობის ინსტიტუტთან ურთიერთობას თბილისში, მათი წარმომადგენლების სააგენტოში ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი. ამდენად, უახლოეს მომავალში ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, კონფერენციის მუშაობაში ათამდე ქვეყნის რელიგიის თავისუფლების სფეროში მოქმედი სახელმწიფო თუ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს კონსული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლევან ხურციძე.

 






View Larger Map