დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ მუტავას შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რელიგიის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე. სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო რელიგიის სააგენტოს ბოლო აქტივობები, მათ შორის, მუსლიმი თემის მიმართ.
სტუმარმა კმაყოფილებით აღნიშნა ქართული სახელმწიფოს ტოლერანტული რელიგიური პოლიტიკა და მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის.