დღეს თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ.
რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ და სააგენტოს თანამშრომელმა ხატია გაბისონიამ სკოლის 50-მდე მოსწავლეს სხვადასხვა საჩუქრები, სააგენტოს მიერ ბრაილის შრიფტით გამოცემული სახარება და ყოველწლიური ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცეს.
სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა სააგენტოს გაწეული დახმარებისათვის. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, საქველმოქმედო აქციებს და მოსწავლეთა დახმარებას ისინი სამომავლოდაც გეგმავენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
