მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს რეკომენდაცია
17.01.2023
1 / 1


საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის საქართველოში არსებული რელიგიური თემებისთვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის, სასულიერო პირების, საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მოამზადა რეკომენდაცია N 1/7. 13.01.2023 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, საქართველოს კანონით  „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მიმდინარე წელს, რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ  შემდეგი ოდენობებით:

ა) საქართველოს ისლამური თემი - 3 350  000 (სამი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი -  1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 650 000 (ექვსას ორმოცდაათი  ათასი) ლარი;

დ) საქართველ,ოს იუდეური თემი - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

 






View Larger Map