მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ეწვია
11.01.2024
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, იასპერ მოლერს უმასპინძლა.

სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მოკლედ გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მისი ძირითადი აქტივობები. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რელიგიის სააგენტოს თანამშრომლობას საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან. ზაზა ვაშაყმაძემ იასპერ მოლერს მოუთხრო 2019 წელს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდგომ ჩატარებულ ღონისძიებებზე. კერძოდ, მემორანდუმის ფარგლებში, რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, რელიგიის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, გაიმართა სემინარი „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, რომლის მიზანი იყო ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში რელიგიური ლიდერების როლისა და მნიშვნელობის ზრდა. ასევე, სააგენტოსა და ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, ჩატარდა ტრენინგი „რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ზაზა ვაშაყმაძემ გამოთქვა სამომავლოდ გაეროს ფონდთან ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

იასპერ მოლერმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და განაცხადა, რომ ფონდი კვლავაც განახორციელებს ერთობლივ პროექტებს სააგენტოსთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.






View Larger Map