მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქცია მარტვილში
30.06.2020
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და  სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ და სასწავლებლის  მოსწავლეებს ჰუმანიტარული დახმარება, 50 ფუთა ტანსაცმელი  და სასწავლო  ნივთების 80 ყუთი გადასცეს. პანსიონი ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ გრიგოლის (კაცია) პატრონაჟით ფუნქციონირებს, სადაც დღეს 170 ბავშვი სწავლობს. მისი მოსწავლეების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე მესამედ ანხორციელებს აღნიშნულ ქველმოქმედებას ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს მრავალი  აქტივობის განხორციელებისთვის და გვერდში დგომისთვის. სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები ავთო კვერნაძე და დავით დავითაშვილი და ასევე  სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენელი ტარიელ პაპინაშვილი.






View Larger Map