მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქცია მარტყოფში
17.12.2020
1 / 4


დღეს, 17 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და  საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ჰუმანიტარული ტვირთი ამჯერად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს ჩაუტანეს.  საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, პანსიონატის ბენეფიციარებს 50 ფუთა ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროების ნივთები გადაეცათ.

მარტყოფის შშმპ  პანსიონატის უფროსმა, ვახტანგ  ტეფნაძემ, მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური  ეკლესიების კავშირს გაწეული უაღრესად საჭირო დახმარებისათვის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების   სააგენტოს,  მარტყოფის გარდა,  შშმპ  პანსიონატები დუშეთსა  და ძევრშიც  აქვს გახსნილი, სადაც სამომავლოდ, აგრეთვე, დაიგეგმა ანალოგიური აქციების გამართვა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჭავჭავაძე, სააგენტოს თანამშრომლები: გიორგი პატაშური და ხატია გაბისონია. საქველმოქმედო აქციები კვლავაც გაგრძელდება






View Larger Map