დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს, საელჩოს პირველ მდივან ანარ რასულოვსა და მესამე მდივან რამელ ლატიფოვს შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, მამა პეტრე ხუმარაშვილი.
შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა მისი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და ხაზი გაუსვა, რომ მრავალრიცხოვანი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ლიდერთან, კოლეგა ორგანიზაციის, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან, უშუალოდ, ადგილზე ვითარების გაცნობა საინტერესო გამოცდილება იყო.
აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.