მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს შეხვედრა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან შეიხ-ულ-ისლამ ჰაჯი ალაჰშუქურ ფაშაზადესთან
29.08.2021
1 / 9


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე აზერბაიჯანში  კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ, შეიხ-ულ-ისლამ ჰაჯი ალაჰშუქურ ფაშაზადემ მიიღო და სტუმრების პატივსაცემად ლანჩი გამართა.

შეიხმა ფაშაზადემ განსაკუთრებული უწოდა ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობას და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ის კეთილგანწყობილი გარემო, რომელშიც საქართველოში აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. „აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, იქნება ეს კულტურა, ეკონომიკა... ამ თვასაზრისით განსაკუთრებული როლი აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. პატრიარქი ჩემი უფროსი ძმაა, ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ რელიგიურ დღესასწაულებს, მას დიდი ამაგი მიუძღვის ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენ მადლიერები ვართ მისი, პატრიარქის ასეთი კეთილი დამოკიდებულება აზერბაიჯანისადმი, ნიშნავს ქართველი ხალხის კეთილ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ“ - განაცხადა შეიხმა.    

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ დაბადების დღე მიულოცა შეიხს, საქართველოს პატრიარქის მილოცვის წერილი გადასცა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სულიერ ლიდერთა გამორჩეულ ურთიერთდამოკიდებულებას, რაც დიდ გავლენას ახდენს ორი ხალხის ურთიერთობებზე.

ზაზა ვაშაყმაძემ, აგრეთვე, აღნიშნა თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევები, რადიკალიზმისა და ტერორიზმის საფრთხე, რაც რელიგიის სფეროსაც ეხება და ამ ფონზე, დადებით მოვლენად შეაფასა საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემო, ისაუბრა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტზე „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“, რომელიც მუსლიმი თემის ინტეგრირებას უწყობს ხელს, მუსლიმი თემის ყოველწლიურ დაფინანსებზე საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის საკომპენსაციოდ და ყოველწლიური იფთარზე, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალის სახელით იმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მუბარიზ გურბანლი და ამავე კომიტეტის თანამშრომლები.






View Larger Map