მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს შეხვედრა ECRI-ს ექსპერტებთან
20.05.2022
1 / 11


საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის (ECRI)  ექსპერტებს შეხვდა. 

შეხვედრის მონაწილე ექსპერტები დაინტერესდნენ, რა ვითარებაა საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რა გავლენა მოახდინა კოვიდ 19-ის პანდემიამ უმცირესობათა ჯგუფებზე და რა ზომებს ახორცილებს ხელისუფლება პანდემიის ზემოქმედების შედეგების მინიმუმამდე შესამცირებლად.

ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, საქართველოში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევების თაობაზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში  საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის წაშლის ფაქტები.                                                                                                                                            

ECRI-ის წარმომადგენლებმა სააგენტოს მიაწოდეს ინფორმაცია რომ რამდენიმე თვეში ბერლინში, ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, გაიხსნება რელიგიური ცენტრი „House of One“, ეს არის იდეა, როგორ შეიძლება გაერთიანდეს ყველა კონფესია. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიწვიეს რელიგიის სააგენტოც.      

 






View Larger Map