მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს შეხვედრა მოლდოვას ებრაულ სათვისტომოსთან
22.01.2022
1 / 3


მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ებრაულ სათვისტომოს ეწვია. შეხვედრას ებრაული კულტურის ცენტრის,  „კედემის“ დირექტორი, დარია კოტორობაი და მოლდოვას ებრაელთა თემის  რაბინი, შიმშონ დანიელ იზაკსონი ესწრებოდნენ.

რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა  ებრაული თემის წარმომადგენლებს მოუთხრო სააგენტოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, აღნიშნა ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობისთვის  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ, ხაზი გაუსვა საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირების  ჩართულობას ებრაული რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაში, ისაუბრა მათთვის სინაგოგების გადაცემისა და საბჭოთა პერიოდში რელიგიებისთვის მიყენებული მატერიალური და  მორალური ზიანის კომპენსაციის პრაქტიკაზე.

მასპინძელთა ინტერესი გამოიწვია სააგენტოს მიერ ტოლერანტობის წამახალისებელი პროექტების განხორციელებამ, მათ შორის - ტოლერანტობის დღის ყოველწლიური აღნიშვნის ტრადიციამ, ტოლერანტობის სკვერმა, ინტერრელიგიურმა კონფერენციებმა და ინტერრელიგიურმა კალენდარმა. მათ აღნიშნეს, რომ აუცილებლად მიმართავენ სახელმწიფოს ანალოგიური კალენდრის გამოცემის ინიციატივით. მასპინძლებმა ღიად ისაუბრეს მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე და განაცხადეს, რომ უდავოდ მისასალმებელი და გასაზიარებელია საქართველოს მაგალითი - რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფო უწყების ამგვარი აქტივობა.

დავით დავითაშვილმა ებრაულ თემს სააგენტოს პუბლიკაცია - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ უსახსოვრა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების შესახებ მოუთხრო. მოლდოვას ებრაული თემის წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ. მათ სააგენტოს წარმომადგენლებს აღუთქვეს, რომ არსებული პრობლემების გასაზიარებლად მათ ხელთ არსებულ  ყველა ტრიბუნას გამოიყენებენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: პირველი მდივანი (საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი), მიხეილ ჩხეიძე და პროტოკოლის მენეჯერი, გვანცა ცხოვრებაძე.

 

 






View Larger Map