მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავჯდომარე გორში, პროტესტანტებს ეწვია
04.03.2022
1 / 6


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე გორს ეწვია, სადაც საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა.
გორში, რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა მშენებლობის მიმდინარეობით და პროტესტანტული თემის სხვა საჭიროებებით. ევანგელური ეკლესიის პასტორებმა, გიორგი ჩიტაძემ და შმაგი ჭანკვეტაძემ მადლობა გადაუხადეს სააგენტოს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნეს, რომ პროტესტანტები აქტიურად თანამშრომლობენ სააგენტოსთან და ეს ურთიერთობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.
ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას რელიგიური მსახურების აღსასრულებლად წლების განმავლობაში არ გააჩნდა სალოცავი სახლი. რელიგიის სააგენტოს დახმარებით, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას სალოცავი სახლისათვის პირველად გადაეცა შენობა-ნაგებობა გორში. შემდგომ სააგენტომ გასცა რუსთავში ახალი სალოცავი სახლის მშენებლობის რეკომენდაცია, რუსთავში კი დამატებით გადასცა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, ეკლესიის გასაფართოებლად. სააგენტოსვე რეკომენდაციით, გორში ეკლესიას დამატებით გადაეცა მიწის ნაკვეთი სოციალური და საქველმოქმედო საქმიანობისათვის





View Larger Map