მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის სხდომას დაესწრო
19.11.2022
1 / 9


დღეს, თბილისის შერიგების ეკლესიაში, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის VI სინოდის მე-7 სხდომა გაიმართა. სინოდის წევრებმა მოისმინეს ეკლესიის, მისი სხვადასხვა სფეროებისა და ცალკეული სამრევლოების ხელმძღვანელების მოხსენებები. განიხილეს, ასევე, 2023 წლის ბიუჯეტის გეგმა.

სინოდის დღევანდელ სხდომაზე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსად როლფ ბარაისი აირჩიეს (ეპისკოპოსად კურთხვის ცერემონია 2023 წლის 22 იანვარს შედეგბა).

სხდომის დასაწყისში, შერიგების ეკლესიაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს მიესალმა რელიგიის საკითხთა საახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის აქტიური თანამშორმლობა სააგენტოსთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია ახლად არჩეული ეპისკოპოსის მმართველობის პირობებშიც შენარჩუნდება. ზ. ვაშაყმაძის თქმით, საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა გამორჩეული და მისაბაძია, განსაკუთრებით, მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების ფონზე.






View Larger Map