მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს შეხვდა
23.01.2023
1 / 3


დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის (IGE) წარმომადგენელს, ვეიდ კუსაკს შეხვდა.

სტუმარმა მოკლედ გააცნო სააგენტოს თავმჯდომარეს IGE-ს საქმიანობა. მისი თქმით, გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი (IGE) აძლიერებს რწმენის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს ისე, როგორც სწამს. ვეიდ კუსაკი ამ გუნდის წევრი და ამავდროულად, არაკომერციული ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი სამეზობლო თემის“ (LYNC) დამფუძნებელი და პრეზიდენტია, რომელიც მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და რელიგიურ თემებთან პარტნიორობით ხელს უწყობს რელიგიის თავისუფლებას აღმოსავლეთ ევროპაში. LYNC-მა ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტ სამთავრობო და აკადემიურ დისკუსიებში და მრგვალი მაგიდის ფორმატებში რელიგიის პოლიტიკასთან დაკავშირებით; და განავითარა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონებისა და პოლიტიკის შესახებ საგანმანათლებლო ქსელი რელიგიური ლიდერებისთვის.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები. კერძოდ, ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებისთვის გაწეული საქმიანობა, ინტერ-რელიგიური სათათბიროს მუშაობა,  რელიგიის თავისუფლების განხორციელების კუთხით გაწეული აქტივობები, საქველმოქმედო საქმიანობა. სტუმარმა მოიწონა რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, განსაკუთრებით, ინტერ-რელიგიური სათათბიროს კუთხით და გამოთქვა დაინტერესების შემთხვევაში, სახელმწიფოსთან და რელიგიის სააგენტოსთან ამ სფეროში საქმიანობის სურვილი.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

 






View Larger Map