მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა
21.11.2022
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას ესტერ მეიცადს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობისა და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ზაზა ვაშაყმაძე შეეხო ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივას და ხაზი გაუსვა, რომ ამ მეგობრობას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

ახლად დანიშნულმა ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს სააგენტოსთან აქტიური  ურთიერთობა ექნება.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ: სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო ასათიანი და პროტოკოლის სამსახურის მენეჯერი, ნათია გუდაძე.

 






View Larger Map