4 აგვისტოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს დუისის მეჩეთის მიმდებარე სარიტუალო შენობა, რომლის რეკონსტრუქციაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და მუსლიმთა სამმართველოს ხელშეწყობით ხორციელდება. დუისელებმა კმაყოფილება გამოთქვეს იმ ფაქტის გამო, რომ მათი თხოვნის დაკმაყოფილება სახელმწიფომ დროის უმცირეს მონაკვეთში, ოპერატიულად დაიწყო. შეგახსენებთ: მეჩეთის მიმდებარე შენობის გარემონტებაში დახმარება დუისელებმა 2 აგვისტოს, სააგენტოს თავმჯდომარის პანკისის ხეობაში ყოფნისას ითხოვეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 