მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სომხეთის ელჩს შეხვდა
19.03.2015
1 / 2


 

 18 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იური ვარდანიანს შეხვდა. ელჩი დაინტერესდა სომხეთის რესპუბლიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის შედეგებით. სააგენტოს თავმჯდომარემ სომხეთში ვიზიტი შეაფასა, როგორც წარმატებული და ისაუბრა იმ შეხვედრებზე, ვიზიტის ფარგლებში რომ შედგა. სააგენტოსთვის საყურადღებო იყო რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით მასპინძლების საქმიანობა, ხოლო სომეხი კოლეგები დაინტერესდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გამოცდილებით ამ სფეროში. ზაზა ვაშაყმაძის ინფორმაციით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საუბარი ყოველთა სომეხთა კათალიკოსს გარეგინ მეორესთან, ყველაზე ემოციური კი-  საქართველოს საელჩოში, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრა.

 






View Larger Map