დღეს, 18 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო სააგენტოს ფუნქციები და ამოცანები, ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე და გამოთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან კვლავაც ნაყოფიერად გაგრძელდება.
სტუმარმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის და იგი სომხეთის საელჩოში, სამუშაო შეხვედრაზე დაპატიჟა. სააგენტოს თავმჯდომარე და სომხეთის ელჩი შეთანხმდნენ სომხეთის შესაბამის სტრუქტურასთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე, რისთვისაც დაიგეგმება რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ერევანში და მისი სომეხი კოლეგის სტუმრობა საქართველოში. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.