მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე შვედეთის ელჩს შეხვდა
18.05.2022
1 / 8


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ შვედეთის ელჩს მოუთხრო რელიგიის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რელიგიის სააგენტოს როლს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა დაახლოებისა და ურთიერთტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბების  პროცესში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, მათ შორის, შშმ პირთა მიმართ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ურთულესი ვითარების თაობაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ზოგადად რელიგიის თავისუფლების კუთხით შეიქმნა.

შვედეთის სამეფოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და კმაყოფილება გამოთქვა მცირე დროში რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეული აქტიური საქმიანობის გამო. მანვე განაცხადა, რომ სასარგებლო იქნება საქართველოს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი შვედეთში, მისი დაკავშირება იქაურ კოლეგა ორგანიზაციასთან და რელიგიის კანონის შვედური მოდელის გაცნობა.

შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ესწრებოდნენ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო ასათიანი და მენეჯერი ნათია გუდაძე.






View Larger Map