მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან
24.11.2021
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლებამ შეხვედრა  გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანთან  და თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, აბდურაჰმან თოფბაშთან.

“HUDAYI VAKFI” არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას და რელიგიური კუთხით საზოგადოების სწორ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას. თურქეთის ელჩი საქართველოში, დადებითად აფასებს ამ ორგანიზაციას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის დიდი და კარგი გამოცდილება აქვს და ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებს.

ორგანიზაციის საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აბდურაჰმან თოფბაშმა რელიგიის სააგენტო სამუშაო ვიზიტით მიიწვია სტამბოლში, ორგანიზაციის სათაო ოფისში.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს მასპინძლობისთვის და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს რელიგიის ატაშე, აჰმედ ერდემი და საქართველოს ახალგაზრდობის დახმარების და ცნობიერების ამაღლების არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მუსა ჰაჯიევი.






View Larger Map