აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა გამართა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის, რელიგიის, მშვიდობისა და გლობალურ საკითხთა ბერკლის ცენტრის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რელიგიის ადგილს სახელმწიფო პოლიტიკაში და მის მნიშვნელობას. ბერკლის ცენტრის პროგრამების დირექტორმა მელოდი ფოქს აჰმედმა სტუმრებს მოკლედ გააცნო ცენტრის მოსაზრებები სააგენტოს მიერ შემუშავებულ სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ეფექტური და მრავალმხრივია. ზაზა ვაშაყმაძემ ცენტრის თანამშრომლებს სტრატეგიის პროექტზე მსჯელობისას განუმარტა, რომ დოკუმენტი სააგენტოს ხედვის თანახმად რელიგიური უმცირესობების დაცვის, ანტიდისკრიმინაციული და სეკულარული გარემოს დამკვიდრების მიმართულებით განვითარდება. მხარეები დოკუმენტის სამომავლო სრულყოფის მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და წარმოებაში აკადემიური რესურსის მხარდაჭერა. გამოითქვა ორმხრივი სურვილი ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
