მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ
29.01.2025
1 / 8


დღეს საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე მერვე წელია, აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტში უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად.

რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებული შშმ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმისა და საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, 2018 წლიდან რელიგიის სააგენტო ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს, ხოლო 2020 წლიდან, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრთა თხოვნის გათვალისწინებით, ბრაილის შრიფტით ბიბლიას. ამ ეტაპისთვის უკვე დაიბეჭდა ძველი აღთქმის 6 კანონიკური წიგნი - დაბადება, წიგნი გამოსვლათა, წიგნი ლევიტელთა, წიგნი რიცხვთა, მეორე რჯული და იესო ნავეს  ძე.

ამას გარდა, უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, რამდენიმე ტაძრის ხატებთან განთავსდა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ 30 ცალი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მეექვსე  წიგნი - იესო ნავეს  ძე და 100 ცალი 2025 წლის ინტერრელიგიური კალენდარი.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.






View Larger Map