მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოსა და იუნისეფის ერთობლივი სემინარი დასრულდა
02.11.2021
1 / 3


დღეს, ბორჯომში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებული სემინარის - „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, მეორე დღეა. სემინარი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით იმართება და მას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემებია: ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში ძალადობა- ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება; პოზიტიური მშობლობა (გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი, ნონა ციხელაშვილი), საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი - ბავშვთა დაცვის მექანიზმები ; კანონსაწინააღმდეგო ქცევის პრევენცია მოზარდებში (გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა), რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი), ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა Covid 19 პანდემიის პირობებში (პედიატრი, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე). 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის სემინარმა მუშაობა დღეს დაასრულა.






View Larger Map