მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
05.06.2015
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანებიდან კი მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი (აშშ) ანდრე კარბონო , საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების ადმინიტრაციის წევრი ბორის კოპალიანი  და ორგანიზაციის ადვოკატები, მამუკა ჭაბაშვილი და მანუჩარ ციმინტია.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ გამოწვევებზე.. რელიგიური გაერთიანების ადვოკატების მხრიდან აღინიშნა, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოში დევნის ფაქტები შემცირებულია, და ადგილი აქვს მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს, ხოლო ბატონმა ანდრე კარბონომ ხაზი გაუსვა რელიგიის თავისუფლების მხრივ საქართველოში გაუმჯობესებულ გარემოს. სააგენტოს მხრიდან აღინიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს რელიგიის თავისუფლების მიმართულებით და ამ მხრივ განსაკუთრებით შედეგიანია რელიგურ გაერთიანებებთან ხშირი და უშუალო კომუნიკაცია. სააგენტოს წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას აღუთქვეს დახმარება ყველა იმ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიური გაერთიანების მიმდინარე პრობლემებს წარმოადგენს.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

 






View Larger Map