რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოსა და თბილისის სომხური ეკლესიის სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა.
შეხვედრა ეხებოდა დაზიანებული საკულტო ნაგებობების (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღდგენის საკითხს.
ყიზილაჯლოს საკულტო ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიეკუთვნება. მას დაზიანებული აქვს სახურავი, რომელიც შეკეთებას საჭიროებს.
ამასთან ერთად, სააგენტო მიიჩნევს, რომ თბილისში, გელათის ქუჩის 13-სა და იორის ქუჩის 30-ის კვეთაზე მდებარე ნაგებობაც სახელმწიფოს მხრიდან ძალზე სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, რადგან პირველ რიგში გადასარჩენია ძეგლი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამოთქვამს მოსაზრებას და გამოდის ინიციატივით, რომ თითოეული მსგავსი საკითხის შესწავლისა და საკულტო ნაგებობების გადარჩენის მიზნით რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნას ერთობლივი კომისია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 