რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველო ტრადიციულად მრავალრელიგიური ქვეყანაა, რელიგიათაშორისი ტოლერანტობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა.
ქობულეთში მომხდარი ინცინდენტი ჩვენი ქვეყნისა და მისი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული აქციაა. რა თქმა უნდა, გვაქვს სრულიად ცალსახა შეფასება, რომ ასეთი რამ საქართველოში არასოდეს არ უნდა განმეორდეს. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტი ბოლომდე და სრუყოფილად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ".
10 სექტემბერს ქობულეთში მუსლიმურ პანსიონთან ღორი დაკლეს და ღორის თავი პანსიონის კარზე მიამაგრეს. გუშინ კი პანსიონის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 