მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
04.04.2016
1 / 1


ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მთიან  ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს და იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია, იმედს გამოვთქვამთ, საბრძოლო მოქმედებები დასრულდება და მხარეები ყველა პრობლემას მოლაპარაკების მაგიდასთან, მშვიდობიან პირობებში  გადაწყვეტენ.  საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.  მოგიწოდებთ თითოეულ მათგანს, არ დაუშვათ ურთიერთმტრობა და  სრულიად კავკასიისთვის ისედაც რთულ ვითარებაში,  ნუ შევქმნით დამატებით კონფლიქტის ზონას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მიმართავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ყველა მუსლიმ და  სომეხ სასულიერო ლიდერს, მოუწოდონ საკუთარ მრევლს, შეინარჩუნონ ის ერთიანობა და მეგობრობა, რითაც მუდამ გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა. 






View Larger Map