საქართველოს იეზიდებს
გილოცავთ აიდა იეზიდის ბრწყინვალე დღესასწაულს. წარმატებას, მშვიდობასა და გაძლიერებას გისურვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს-საქართველოს საკეთილდღეოდ.
იეზიდებისთვის ეს დღე სამყაროს შექმნის, ღვთაებრივი შემოქმედების დღეა. გულითადად ვუერთდები თქვენს დღესასწაულს და გისურვებთ ამ გზაზე კვლავაც რწმენითა და დიდი სიყვარულით გევლოთ. ეს ძალა აერთიანებს სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს, ქვეყნებს. ჩვენი ქვეყანა მრავალრელიგიური და მრავალეთნიკურია, ტოლერანტობა ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტრადიციაა, ამიტომაცაა ჩვენი ურთიერთობა ასეთი მეგობრული და ჩვენი თანამშრომლობა ასეთი მჭიდრო.
ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კვლავაც შევძლებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოს შენებას.
პატივისცემით,
ზაზა ვაშაყმაძე
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 