მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია თეირანში გაემზავრა
08.12.2014
1 / 4


 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  დელეგაცია სამუშაო ვიზიტით  ირანში, თეირანში გაემზავრა. სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც  მსოფლიოში  ძალადობისა და ექსტრემიზმის საკითხებს განიხილავს.

თეირანში   სააგენტოს თავმჯდომარე  შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

კონფერენციის   „ მსოფლიო ძალადობისა და ექსტრემიზმის  წინააღმდეგ“ გამართვის ინიციატივა  ირანის პრეზიდენტს   ჰასან რუჰანის ეკუთვნის. ამ ინიციატივით ირანის პრეზიდენტი     გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე  გამოვიდა.

კონფერენცია სამდღიანია და 10 დეკემბერს დასრულდება.

 






View Larger Map