მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია კვიპროსის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
30.10.2018
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ვალერიან ლილუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის ჰუმანიტარულ სააქმეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრები კვიპროსელების საკითხებზე კვიპროსის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ფოტის ფოტიუს  შეხვდა.  შეხვედრას  ესწრებოდა საქართველოს ელჩი კვიპროსში რევაზ ლომინაძე.

სააგენტოს თავჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელ მხარეს გააცნო რელიგიის პოლიტიკა საქართველოში, ფინასური, ქონებრივი და ინტერელიგიური დიალოგის კუთხით. ვრცლად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის და განხორციელებული აქტივობების შესახებ და ხაზი გაუსვა სააგენტოს ჩართულობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის შესრულებაში, მიმოიხილა სამთავრობო გეგმით დაკისრებული ცალკეული ვალდებულები რელიგიის სფეროში. აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კვიპროსული მხარის გამოცდილების გაზიარება და გაცნობა რელიგიის სფეროში.

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფოტის ფოტიუსმა სააგენტოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის,  დაინტერესდა სააგენტოს საქმიანობით, როგორც ცალკე არსებული სტრუქტურით, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ დამკავშირებელ რგოლს რელიგიებსა და მთავრობას შორის. მიმოიხილა რა კვიპროსის რესპუბლიკის პოლიტიკა რელიგიური მიმართულებით აღნიშნა, რომ კვიპროსის რესპუბლიკაში რელიგიური თემები არ არიან  ფართო სპექტრით წარმოდგენილი როგორც საქართველოში, მათან ძირითადათ სამი აღიარებული რელიგიური ორგანიზაცია არსებოს და ესენი არიან სომხური, კათოლიკური და მარონიტური თემი. ფოტის ფოტიუსმა სააგენტოს დელეგაციასთან შეხვედრა შეაფასა დადებითად, გამოთქვა უახლოეს მომავალში საქართველოში სტუმრობის სურვილი, საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად ორმხრივი საექსპერტო ჯგუფების მონაწილეობით, ქართული მხარის გამოცდილების შესაწავლად. ფოტის ფოტიუსმა დელეგაციას აღუთქვა, რომ უმოკლეს ვადებში გადასცემს, ინგლისურ ენაზე ნათარგმნ ყველა მნიშვნელობან საკანონმდებლო აქტს, რომელიც უკავშირდება რელიგიურ თემატიკას.

დასასრულს გამოითქვა სურვილი და მზაობა მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ რელიგიის სფეროში არსებულ ყველა მიმართულებით.






View Larger Map