რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის 14 პროფილის მედიკოსი პანიკსელებს 2015 წლის 1გვისტოს მთელი დღის განმავლობაში, სოფლის ამბულატორიაში უფასოდ მოემსახურნენ.
მედიკოსების ინფორმაციით, დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები მკურნალობას თბილისში გააგრძელებენ.
აქციას საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები და ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი შეურთდა.
განსხვავებული აღმსარებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო გამოკვლევები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მცდელობით საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, აჭარაშიც გაგრძელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
