მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თბილისში იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტრის გახსნას დაესწრო
17.06.2015
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თბილისში იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტრის გახსნას დაესწრო.

მან ამ ღირსშესანიშნავი დღის მონაწილეებსა და ერაყის ქურთისტანიდან ჩამოსულ სტუმრებს იეზიდთა საკულტო სახლისა და კულტურის ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „თითოეული ეთნიკური   თუ რელიგიური ჯგუფი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. იეზიდმა ხალხმა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების განმავლობაში ქართველებთან ერთად გადაიტანა  ყველა ტკივილი და განიცადა ქვეყნის აღმშენებლობით გამოწვეული სიხარული. დღეს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის მთავარი მიმართულება მათი უფლებების დაცვა და სულიერი განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამ ხელშეწყობის შედეგია ეს დღესასწაული და მასში ერაყის ქურთისტანიდან  ჩამოსული სტუმრების  მონაწილეობა“.

ზაზა ვაშაყმაძემ წარმატება უსურვა იეზიდ ხალხს და გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის  კეთილი სურვილები.

 





View Larger Map