მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტი ირანში
14.05.2018
1 / 3


გრძელდება რელიგიის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.           ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრა გამართა რელიგიური განათლების მინისტრთან (ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის პრეზიდენტთან) აიათოლა ალი რეზა არაფისთან.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს გააცნო რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ, ისაუბრა საქართველოს მუსლიმი თემის დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლებზე და სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლობის აქტიური ჩართულობა საქართველოს მუსლიმი თემის მიერ განხორციელებულ პროექტებში.

აიათოლა არაფის ინიციატივით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი დიალოგის ფარგლებში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მემორანდუმის პროექტზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის სათაო ოფისში გაიმართა შეხვედრა საქართველოდან სასწავლებლად წასულ მუსლიმ სტუდენტებთან.






View Larger Map