მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია
16.10.2017
1 / 1


საქართველოს მთავრობის #117-ე (27.01.2014) დადგენილების - „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ თანახმად, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2017 წლის   26 იანვრის #1/108 რეკომენდაციის საფუძველზე, გაანაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი ოდენობით:
საქართველოს ისლამური თემი - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
საქართველოს იუდეური თემი - 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
 
რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციის, ფაქტობრივი გარემოებებისა და ობიექტური მაჩვენებლების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) გათვალისწინებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2017 წლის 11 ოქტომბრის რეკომენდაციის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი გადანაწილდეს არადისკრიმინაციული და სამართლიანი პროპორციულობით, შემდეგი ოდენობით:
 
საქართველოს ისლამური თემი - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
საქართველოს იუდეური თემი - 100 000 ასი ათასი) ლარი.





View Larger Map