რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროფესიონალი ექსპერტებისაგან შექმნილ სარეკომენდაციო ჯგუფში განსახილველად წარმოდგენილ იქნა 12 ავტორის 17 ნამუშევარი.
ნამუშევრების შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით-ძველ, ისტორიულ თბილისში ტოლერანტობის სკვერში დადგმული ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს. ის უნდა აღწერდეს ტოლერანტობის იდეას, უნდა შეესაბამებოდეს იმ ლანდშაფტსა და ურბანულ ქსოვილს, რომელშიც იგი უნდა განთავსდეს, უნდა იყოს ესთეტიკური ღირებულების მატარებელი. ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდა რამდენიმე შერჩეული ნამუშევრის გადაცემა სამუშაო ჯგუფისათვის. მომდევნო სამუშაო სხდომა გაიმართება 9 ნოემბერს, 17:00 საათზე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
