რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდეურ თემს შავუოთს ულოცავს.
შავუოთი სინაის მთაზე თორის მიღებასთან დაკავშირებული ზეიმია, იგი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა და წლიდან წლამდე ებრაელებს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს შეახსენებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს შავუოთის დღესასწაულს და წარმატებას, კეთილდღეობასა და სიკეთეს უსურვებს მათ.