მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან -ადვენტისტთა ეკლესიის ხელმძღვანელი ეწვია
06.11.2023
1 / 3


დღეს  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს ეწვია  საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან  -ადვენტისტთა ეკლესიის  ხელმძღვანელი ღვთისმსახური  ბორის ჭარაია.

სტუმარს   მიესალმა  სააგენტოს სტრატეგიული კვლევის,ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე, რომელმაც მადლობა მოახსენა  ბორის ჭარაიას მობრძანებისათვის და  გააცნო მას  სააგენტოს შექმნის მიზნები, ამოცანები, განხორციელებული პროექტები , ისაუბრა სააგენტოსთან არსებული ინტერ-რელიგიური  სათათბიროს  შესახებ.

ბორის ჭარაია  დაინტერესდა სააგენტოს მიერ ყოველწლიურად გამოცემული ინტერრელიგიური კალენდრით და სურვილი  გამოთქვა  მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტში. მან ისაუბრა საქართველოს მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის საქმიანობაზე   და   სააგენტოს საჩუქრად გადასცა  ემ ეკლესიის საქმიანობის ამსახველი ლიტერატურა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ავთანდილ კვერნაძე, რომელიც სტუმარს ესაუბრა რელიგიური ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაციის  წესების შესახებ.

ნინო  ჭავჭავაძემ  ბორის  ჭარაია  მოიწვია  ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე და  გადასცა სააგენტოს სურვილი,  აღნიშნული ორგანიზაცია  გაერთიანდეს  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ ინტერრელიგიურ სათათბიროში და მიიღოს აქტიური მონაწილეობა მის საქმიანობაში.






View Larger Map