მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება გაიზარდა
02.02.2024
1 / 1


ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით არსებული თანხა 5,5 მლნ. ლარს შეადგენდა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებით ,,საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 იანვრის N146 განკარგულებით საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის გამოყო  1000000 (ერთი მილიონი) ლარი.

2024 წლიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 6, 5 მლნ. ლარი გახდა. დამატებით გამოყოფილ 1 მლნ. ლარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 4 რელიგიურ ორგანიზაციას (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) შორის გაანაწილებს.






View Larger Map